Saturday, October 1, 2016

დღე მეცხრე.

დღეს  შევაჯამეთ  ტრენინგზე  ნასწავლი  მასალა.  გავაკეთეთ  პროექტის  პრეზენტაციები.ძალიან  საინტერესო  იყო  თითოეული  მათგანი.უღრმესი  მადლობა  მანანა  მასწავლებელო  გაწეული  შრომისათვის.

Sunday, September 25, 2016

დღე მერვე

დღეს  დავასრულეთ  გეგმები,  პორტფოლიო  გამოვაქვეყნეთ  და  დავდეთ  ბლოგზე. შევქმენით  პეიჯები  და  გაჯეტების  დადება  ვისწავლეთ  ბლოგზე. ფასილიტაციისათვის შევქმენით  ონლაინ  კითხვარი.

Saturday, September 24, 2016

დღე მეშვიდე

დღეს  მოვისმინეთ  ერთმანეთის  პროცედურები,  გავეცანით  გარდნერის  თეორიას,, შევქმენით  კითხვარი  გარდნერის  პრეზენტაციაზე  დაყრდნობით,  მოსწავლეთა  სწავლის  სტილის  დასადგენათ.შევუსაბამეთ  აქტივობები.შევადგინეთ  დიფერენცირებული  სწავლებისთვის  კითხვარი,  შევქმენით  ხარაჩო.

Sunday, September 18, 2016

დღე მეექვსე

დღევანდელი  დღე  დავიწყეთ  გუშინდელის  გამეორებით.  გავეცანით  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკას,   ვიმუშავეთ  მოსწავლეთა  შეფასების  რუბრიკაზე,  მივიღეთ საშინაო  დავალება.პროცედურების  დაწერისას  ვითვალისწინებ  მიზნებს,  21-ე  საუკუნის  უნარებს,  მიმარათულების  მიმცემ  კითხვებს,  შეფასების  ხუთ  მიზანს, მოსწავლეთა  სწავლის  სტილს.

Saturday, September 17, 2016

დღე მეხუთე

 დღევანდელი  დღე  საკმაოდ  რთული  იყო. ვისწავლეთ  დრაივზე  უკუკავშირის  გაკეთება.ასევე  ვისწავლეთ  დრაივზე  დოკუმენტის  გაზიარება,ფუნქციის  მინიჭება(ნახვის, კომენტარის  გაკეთების,  წაშლის  და სხვა)  ვისწავლეთ  ასევე  კომენტარების  გაკეთება  ერთმანეთის  ბლოგზე.
გავეცანით  საავტორო  უფლებების  დაცვის  სლაიდს,  გავაკეთეთ  მოსწავლის  ნამუშევრის  მონახაზი.

Sunday, September 11, 2016

დღე მეოთხე

გავეცანით  შეფასების  მიზნებს  მეორე  მოდულის  მესამე  აქრივობიდან, ავირჩიეთ   ჩვენთვის  სასურველი  სეფასების  მეთოდები  და  ინსტრუმენტები,  რომლებსაც  გამოვიყენებთ  როგორც  მუშაობის  დასაწყისში  ისე მსვლელობისას  და დასრულებისას.  მოსწავლეთა საჭიროების  შესაფასებლად  შევქმენით  დიაგრამა ,,ვიცი- მინდა  ვიცოდე-ვისწავლე''

Saturday, September 10, 2016

დღე მესამე

დღეს   გავეცანით  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვას,  დავადგინეთ  სტანდარტები,  შევიმუშავეთ  სასწავლო მიზნები,  ვისწავლეთ  ბლუმის  ტაქსონომიის სიტყვები  და  ზმნების  კლასიფიკაცია  ,მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  სიტყვები:ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი.