Sunday, September 25, 2016
დღე მერვე
დღეს დავასრულეთ გეგმები, პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე. შევქმენით პეიჯები და გაჯეტების დადება ვისწავლეთ ბლოგზე. ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინ კითხვარი.
Saturday, September 24, 2016
დღე მეშვიდე
დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პროცედურები, გავეცანით გარდნერის თეორიას,, შევქმენით კითხვარი გარდნერის პრეზენტაციაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა სწავლის სტილის დასადგენათ.შევუსაბამეთ აქტივობები.შევადგინეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის კითხვარი, შევქმენით ხარაჩო.
Sunday, September 18, 2016
დღე მეექვსე
დღევანდელი დღე დავიწყეთ გუშინდელის გამეორებით. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკაზე, მივიღეთ საშინაო დავალება.პროცედურების დაწერისას ვითვალისწინებ მიზნებს, 21-ე საუკუნის უნარებს, მიმარათულების მიმცემ კითხვებს, შეფასების ხუთ მიზანს, მოსწავლეთა სწავლის სტილს.
Saturday, September 17, 2016
დღე მეხუთე
დღევანდელი დღე საკმაოდ რთული იყო. ვისწავლეთ დრაივზე უკუკავშირის გაკეთება.ასევე ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტის გაზიარება,ფუნქციის მინიჭება(ნახვის, კომენტარის გაკეთების, წაშლის და სხვა) ვისწავლეთ ასევე კომენტარების გაკეთება ერთმანეთის ბლოგზე.
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის სლაიდს, გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის მონახაზი.
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის სლაიდს, გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის მონახაზი.
Sunday, September 11, 2016
დღე მეოთხე
გავეცანით შეფასების მიზნებს მეორე მოდულის მესამე აქრივობიდან, ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი სეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებთ როგორც მუშაობის დასაწყისში ისე მსვლელობისას და დასრულებისას. მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით დიაგრამა ,,ვიცი- მინდა ვიცოდე-ვისწავლე''
Saturday, September 10, 2016
დღე მესამე
დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას, დავადგინეთ სტანდარტები, შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები, ვისწავლეთ ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და ზმნების კლასიფიკაცია ,მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
Sunday, September 4, 2016
დღე მეორე
დღეს მოვისმინეთ პროექტის იდეები და დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება. შევარჩიეთ ისეთი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც იქნება მოსწავლეებისთვის მაღალი სააზროვნო უნარების მქონე და რომლებსაც შევაფასებთ. გავეცანით გამოცემის მომზადების ჩეკლისტს. ჩვენი ნამუშევარი ავტვირთეთDrive და ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე.
Saturday, September 3, 2016
დღე პირველი
ტრენინგის პირველი დღე მოსალოდნელზე საინტერესო აღმოჩნდა.გავეცანით ინტელის კურსს http://tpdc.ge/essentials/,მოცემული გვაქვს დავალება ხვალისთვის პროექტის შინაარსი. შევქმენით პორტფოლიოს ჩეკლისტი, გავეცანით ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს,შევქმენით ბლოგი. ინტერესით ველოდები ხვალინდელ დღეს.
Subscribe to:
Posts (Atom)